Home » სიახლე » შებრუნებული კლასის მეთოდოლოგია

შებრუნებული კლასის მეთოდოლოგია

თასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს “პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” პროექტის ფარგლებში, პროფესიულ განათლებაში ინდუსტრიის მონაწილეობის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, საკონკულტაციო კომპანია Mindworks – სთან პარტნიორობით, ჩვენს კოლეჯში, შებრუნებული კლასის მეთოდოლოგია დაინერგება.
შებრუნებული კლასი არის ინოვაციური პედაგოგიური მიდგომა, როდესაც ინფორმაციის ახალი ნაკადი (ლექცია) გადადის ჯგუფური სივრციდან ინდივიდუალურ სივრცეში და შედეგად ჯგუფური სივრცე იქცევა დინამიურ სასწავლო გარემოდ, სადაც მოსწავლეები ზედა დონის სააზროვნო უნარებს ავითარებენ.
დღევანდელ ვორქშოფზე, პედაგოგები ჩაუღრმავდნენ შებრუნებული საკლასო ოთახის თემას და დეტალებში განიხილეს ინტერაქციული სწავლების საშუალებები და აპლიკაციები. შემდგომი ეტაპი ტექნოლოგიურ გადაწყვეტაზე და მულტიმედია საშუალებებით სწავლებაზე ზრუნვაა.
წლის ბოლომდე, პედაგოგები ინოვაციური მეთოდოლოგიის გამოყენებით, ახალ სასწავლო მასალებს შექმნიან და ინტერაქციული სწავლების გეგმას შეიმუშავებენ.